პიოტრ აკოპოვი
დასავლეთმა არ იცის, რა მოუხერხოს რუსეთსა და ჩვენ თვალწინ ცვალებად სამყაროს. ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების ატომური ბომბის აფეთქების შედეგები, რომლებიც თითქოს რსეთისკენ იყო მომართული, ატლანტიკური ელიტების მიერ ჯერ კიდევ არ აღიქმება — თითქმის არავის სურს იმაზე ფიქრი, რომ აფეთქების ტალღა მთელ მსოფლიო სისტემას დაარტყამს და დასავლეთს მასზე კონტროლს ჩაოართმევს.
მაგრამ იმის გაგება, რომ მხოლოდ სანქციებით რუსეთს ვერ გატეხავენ, უკვე არის — ისევე როგორც იმის გაგება, რომ უკმაყოფილო ხალხის მიერ ბუნტის მოწყობის იმედები უნაყოფოა. არიან ისეთებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ რუსები თავად დაიხოცავენ თავებს.
ამიტომ ჯონ მაკკეინის მეგობარმა და მემკვიდრე ლინდსი გრემმა უბრალოდ მოუწოდა რუსებს, მოკლან პუტინი. აბა სხვა რაღა გზა დარჩენიათ, თუკი რუსეთტან ბრძოლის სხვა ხერხები აუცილებელ ეფექტს არ იძლევა:
„არის თუ არა რუსეთში ბრუტუსი? არის თუ არა რუსეთის არმიაში უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი? ერთადერთი მეთოდი, რომლითაც ეს შეიზლება დამთავრდეს — ეს ისაა, რომ რუსეთში ეს ბიჭი ვიღაცამ მოაშოროს. საკუთარ ქვეყანასა და მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევდით“.
ანგლო-საქსური ელიტის გულწრფელი რწმენა, რომ იგი ღმერთის რჩეულ ერს ხელმძღვანელობს, რომელსაც მსოფლიო ბატონობის უფლება აქვს და ყველა მისი მოწინააღმდეგე ჯოჯოხეთის მაშხლები არიან, დიდი ხანია, თავად მას აყენებს ზიანს: მას არ ესმის, ვისთან აქვს საქმე და რა ვითარებაა სამყაროში. ანუ, ის არამარტო არ აღიარებს, რომ რუსეთს ეროვნული ინტერესები აქვს და არ სურს ნამდვილი რუსების დანახვა, არამედ საკუთარი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრება და მითიურ რუსეთთან ურთიერთობა ურჩევნია. აქედან გამომდინარეობს გულწრფელი გაოცება: ეს როგორ, რატომ უჭერენ მხარს რუსები პუტინს, განა ვერ ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ?
ამ გამოგონილ რუსებს პუტინი ჯერ კიდევ 2011 წელს უნდა დაემხოთ — როდესაც ბაიდენი ჩვენებურ „რეჟიმთან მებრძოლებს“ მოსკოვში იმაზე უყვებოდა, როგორ მიანიშნებდა ვვპ-ს, რომ კრემლში დაბრუნება არ ღირდა.
ამ მითიურ რუსებს ზურგი უნდა ექციათ პუტინისთვის ჯერ კიდევ 2014-ში, როდესაც ობამამ „ნაფლეთებად აქცია“ ჩვენი ეკონომიკა, ხოლო ოლიგარქებს სულაც შეთქმულება უნდა მოეწყოთ პრეზიდენტის მოსაშორებლად.
ახლა ამავე რუსებმა საკუთარი ლიდერი უნდა მოკლან — თანაც არა გარე ზალების დავალებით, არამედ იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანასა და მტელ მსოფლიოს გაუწიონ დახმარება.
ასეთი განცხადებებისა და მოწოდებების გამო განსაკუთრებულად ბრაზი არ ღირს. არც იის გამო, რომ გლობალური სოციალური ქსელები სავსეა მოწოდებებით რუსეთის მოქალაქეებისადმი, გამოვიდნენ ქუჩებში და გააპროტესტონ, დაამხონ მთავრობა. პირიქით, ეს ყველაფერი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად არ ესმის ჩვენი დასავლურ ელიტას, რამდენად ვერ აცნობიერებენ, რომ მათი „აგიტაცია და პროპაგანდა“ მხოლოდ აერთიანებს და ააქტიურებს ჩვენს ხალხს. და რაც მთავარია, ეს დამახინჯებული აღქმა ხელს უშლის მათ კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღებაში და საკუთარი ქმედებების შედეგების გამოთვლაში.
და ეს ეხება არა მარტო რუსეთს — ზუსტად ასევე ანგლო-საქსური ელიტისა აღარ ესმის და არ გრძნობს დანარჩენი სამყარო.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რომ ესმოდეს, როგორ აღიქვამს მას დანარჩენი მსოფლიო და რა შედეგს გამოიწვევს ეს უკვე რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, ის არ ააფეთქებდა ანტირუსული სანქციების „ატომურ ბომბს“.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ შეეცდებოდა დაეყოლიებინა G20-ის ბევრი დიდი და გავლენიანი ქვეყანა, როგორიცაა ინდოეთი და თურქეთი, შეერთებოდნენ ანტირუსულ სანქციებს. ვინაიდან მათი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის არსი ეცოდინებოდა — რომ ეს ქვეყნები ცდილობენ, გაზარდონ თავისი გეოპოლიტიკური წონა, როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშეებმა და არა დასავლეთის უმცროსმა პარტნიორებმა.
სხვა შემთხვევაში ის არ შეეცდებოდა ასე სულელურად მოქცეულიყო ჩინეთთან —არ მოუწოდებდა, რომ რუსეთთან თამაშისთვის თავი აერიდებინა და იმავდროულად ტაივანის კარტიც გაეთამაშებინა. იმიტომ რომ ეცოდინებოდა, რომ პირველი შეუძლებელია (რადგან არ შეესაბამება ჩინეთის ინტერესებს), ხოლო მეორე ამერიკის შესაძლებლობებს ურტყამს ჩინეთთან თამაშში.
პარასკევს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტაივანის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ აღიარება მოითხოვა. გასაგებია, რომ პომპეო ახლა ოფიციალური პირი არ არის, მაგრამ ამჟამინდელი ადმინისტრაციაც აშკარად ცდილობს „დრაკონის გაღიზიანებას“.
შტატებს ეშინია ჩინეთის ტაივანზე თვადასხმისა და მისი დაკარგვის თავიდან არიდება სურთ, როგორც უკრაინის შემთხვევაში. მაგრამ რეალურად შტატებს არ შეუძლია ტაივანის საკუთარ ორბიტაზე შენარჩუნება — საშუალოვადიან პერსპექტივაში.
არა იმიტომ, რომ ჩინეთი მის ზალით დაპყრობას აპირებს: პეკინი გარდაუვლად დაიბრუნებს კუნძულს მშვიდობიანი გზით. დიახ, ეს ხვალ ან ხუთი წლის შემდეგ არ მოხდება, მაგრამ მოხდება მაშინ, როდესაც ჩინეთი საკუთარ სამხედრო უპირატესობას უზრუნველყოფს სანაპირო წყლებში. ანუ შეძლებს, რომ ამერიკელები ტაივანის სანაპიროსთან არ მიუშვას. სწორედ ამ გარდაუვლობის გაგება აბრაზებს შტატებს. და ისინი, ვისაც რეალობისთვის ანგარიშის გაწევა არ უნდა, „ტაივანის დაუყოვნებელი აღიარების“ მოთხოვნით გამოდის. რატომ აკეთებენ ამას?
ზოგი უბრალოდ სისულელის გამო, ანუ იმის რწმენის გამო, რომ შეერთებულ შტატებს სამუდამოდ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩინეთისა და ტაივანის გაერთიანებას წყნარი ოკეანის რეგიონის მთელ პერიმეტრზე ჩინეთის შეკავებით. აქ საკომენტაროც არაფერია — ეს უბრალოდ არარეალურია საშუალოვადიან პერსპექტივაში.
სხვები შეგნებულად ცდილობენ კონფლიქტის პროვოცირებას ან მის მოახლოებას. იმიტომ რომ ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარება არის მეორე გეოპოლიტიკური „ატომური ბომბი“, რომელიც შედეგებით ანტირუსული სანქციების სახით აფეთქებულ „ატომურ ბომბს“ ჰგავს. ტაივანის აღიარება ავტომატურად გამოიწვევს პეკინსა ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. და ორ მტავარ მსოფლიო ეკონომიკებს შორის თანდათან დაიწყება ფინანსურ-ეკონომიკური ომი.
მაგრამ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკვე გამოცხადებული ტოტალური ფინანსური და ეკონომიკური ომის გათვალისწინებით, ყველაფერი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკონომიკებს შორის ომში გადაიზრდება.
აშკარაა, რომ ახლა ვაშინგტონს ეს არ სურს — შეერთებული შტატებს ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის მსგავსს შექმნის. უფრო მეტიც, რუსეთთან დაპირისპირების დღევანდელ პირობებში ანგლო-საქსებს კატეგორიულად არ სჭირდებათ მეორე ფრონტი ჩინეთის წინააღმდეგ, თუნდაც ფინანსური და ეკონომიკური.
მაგრამ რატომ ახდენენ ისინი ახლა ჩინეთის პროვოცირებას ტაივანის მიმართულებით? იმიტომ, რომ ფართო ანტიჩინური კოალიციისა სწამთ, თანაც არა მხოლოდ იდეოლოგიური სა, არამედ გეოპოლიტიკურისაც. რეალობისგან მოწყვეტა, მტრის საკუთარი შესაძლებლობებისა და განზრახვების არასწორი შეფასება —ეს ყველაფერი ერთად იწვევს განცხადებებს „სწრაფი აღიარების“ აუცილებლობის შესახებ.
და ეს თავისთავად კი არ აძლიერებს, არამედ ასუსტებს ამერიკის პოზიციებს: პეკინი ხედავს, რომ შტატები მის პროვოცირებას ტაივანის კარტით ახორციელებს. და ამავდროულად აკვირდებიან, როგორ მართავენ ანგლო-საქსები ევროპის ეკონომიკას, წყვეტენ რა კავშირებს რუსეთთან — ანუ ხვალ შეძლებენ იგივე გააკეთონ ევროკავშირსა და ჩინეთთან დაკავშირებითაც?
მაგრამ ამავდროულად პეკინიც ხედავს, თუ როგორ აყენებს დასავლეთი შეუქცევად ზიანს გლობალურ ფინანსურ სისტემაში მის პოზიციებს, ანუ ზიანს აყენებს საკუთარ თავს.
რა უნდა იფიქრონ ჩინეთ ის ხელმძღვანელობამ? რომ ატლანტისტები არაადეკვატური არიან, რომ არ ესმით რას აკეთებენ. და აქ ლინდსი გრემი გამოდის მოწოდებით „მოკალით პუტინი“, ხოლო პომპეო ტაივანის აღიარებას ითხოვს, საბოლოოდ ადასტურებს რა ჩინეთის ეჭვებს ანგლოსაქსების რეალიზმთან კავშირზე.
ჩვენს საქმე გვაქვს არაადეკვატურ და ამ მიზეზით წარმავალ ჰეგემონთან. ჩვენც და ჩინელებმაც უბრალოდ მშვიდად უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ვიაროთ დასახული მიზნისკენ —ცალცალკეც და ერთადაც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე