სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მის იზოლაციას არ ნიშნავს - პესკოვი

რუსეთის ფედერაცია უმსხვილესი სახელმწიფოა და მისგან აბსტრაგირების ძალა არავის შესწევს, განაცხადა კრემლის სპიკერმა
Sputnik
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ვაშინგტონი და ბრიუსელი ვერ შეძლებენ რუსეთის იზოლირებას, რადგან მსოფლიო ამისთვის ძალიან დიდია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, წერს РИА Новости.
„შეერთებულ შტატებთან დიალოგის გარკვეული არხები ნარჩუნდება. რა თქმა უნდა, არის ურთიერთობებზე უარიც, ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტა, ეკონომიკაში სხვადასხვა შემზღუდავი ზომების შემოღება მთელი რიგი სახელმწიფოს მიერ: ევროპის ქვეყნები, შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია და სხვა ქვეყანები. მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსეთის იზოლაციას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
რუსეთის ფედერაცია უმსხვილესი სახელმწიფოა და მისგან აბსტრაგირების ძალა არავის შესწევს, განაცხადა კრემლის სპიკერმა.
„როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში გაცილებით მეტი ქვეყანაა, რომლებიც ბევრად უფრო დაბალანსებულად, ზოგჯერ უფრო გონივრულად უდგება საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების დინამიკას. ამიტომ იზოლაციაზე არ ვსაუბრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ არც უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა პესკოვმა.
პუტინის პრეს-მდივანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები თავის „ზედმეტად ემოციურ პოზიციას“ შეცვლიან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
წყარო - РИА Новости.