ვითარება გზებზე: ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე (აღნიშნული გზის 94-110 კმ მონაკვეთი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი