თბილისი, 4 მარტი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დამოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ „ომის პარტია“ უწოდა და მას საქართველოში მყოფი რუსების წინააღმდეგ კამპანიაში დასდო ბრალი.
„საქართველოში მოქმედებს „ომის პარტია“, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში... „ომის პარტიის“ განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მან ამაში პირდაპირ დასდო ბრალი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ოპოზიციონერების მოქმედებას კობახიძემ დისკრიმინაციისა და შოვინიზმის უკიდურესად უხეში გამოვლინება უწოდა.