საქართველოს საგარეო უწყება ლვოვში დამატებით საკონსულო პუნქტს აამუშავებს

Sputnik
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, მოქალაქეთა დახმარების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დამატებითი საკონსულო პუნქტს აამოქმედებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით მიიღო.
უწყების ინფორმაციით, პასპორტის არქონის შემთხვევაში საკონსულო სამსახური გასცემს „დასაბრუნებელ მოწმობას“, რითაც მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.
მოქალაქეები, რომლებსაც დოკუმენტის აღება სურთ, ან აქვთ ნებისმიერი სახის შეკითხვა, უნდა დაუკავშირდნენ ლვოვის საკონსულო პუნქტს ცხელი ხაზის ნომრებზე:
(+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64)
ცხელი ხაზი იმუშავებს 24 საათის განმავლობაში.