ყვითელი ამბები

„რა დავარქვა ჩვენს პატარა გოგოს?“ – ანუკი არეშიძე უსაყვარლეს ვითარებაში გამოჩნდა

ანუკი არეშიძემ თაყვანისმცემლებს დახმარება სთხოვა. მან ემოციური ფოტოები გამოაქვეყნა და ფანებს სთხოვა, გოგონას სახელის შერჩევაში დაეხმარონ.
Sputnik
ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ მეგობრები და გულახდილი „ფოლოვერები“ ერთი საკითხის გარშემო გააერთიანა. დიზაინერმა საკუთარი ბედნიერება სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროვა. „რა დავარქვა ჩვენ ულამაზეს პატარა გოგოს?“ – დაწერა ანუკიმ. კალაძეების ოჯახში მატებაა. ანუკიმ რამდენიმე უსაყვარლესი ფოტო და ვიდეოც არ დაიშურა.
ყველასათვის ცნობილია, რომ კახა კალაძის ოჯახი ცხოველების დიდი მოყვარულია. წყნეთში თბილისის მერი და დიზაინერი ანუკი არეშიძე ოთხ ვაჟთან და რამდენიმე ძაღლთან ერთად ცხოვრობს. მათ ოჯახს ახლა კიდევ რამდენიმე ლეკვი დაემატა, რასაც ანუკი არეშიძე დიდი სიხარულით უზიარებს Insta–მეგობრებს. მათმა საყვარელმა ფრანგულმა ბულდოგმა რამდენიმე ლეკვი გააჩინა და ამის გამო კალაძეების ოჯახში დიდი ჟრიამული ატყდა.
ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე ბიჭების გარემოცვაში იწყება და სრულდება. ნიკოლა კალაძე კი სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ყოველდღე ფანჯარასთან ელოდება. კახა კალაძეს და ნიკოლას განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება აკავშირებთ. ახლა მათი პირადი ცხოვრება ბევრად დატვირული გახდა.
პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.