ანგელოზთა ხეივანი რუსეთში არ იქნება

Sputnik
ვიქტორია ნიკიფოროვა
მეჩვენება, რომ განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდნენ რუსეთის მოქალაქეები რუსეთის პრეზიდენტის ამ სიტყვებს: „შეუძლებელია გულგრილად გაიხსენო ოდესის საშინელი ტრაგედია, სადაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები მხეცურად დახოცეს, ცოცხლად დაწვეს პროფკავშირების სახლში. დამნაშავეები, რომლებმაც ეს ბოროტება ჩაიდინეს, არ დასჯილან, მათ არც არავინ ეძებს. მაგრამ ჩვენ ვიცით მათი სახელები და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავსაჯოთ - ვიპოვოთ და გადავცეთ მართლმსაჯულებას“.
რვა წელი ოდესის ხატინი მოუშუშებელი ჭრილობა იყო. ეს არ ყოფილა ოდესაში მაისის საღამოს უბრალოდ სამი გიჟური საათი. ეს იყო მრავალწლიანი მრავალაქტიანი ტრაგედია, რომელიც აუჩქარებლად და დამანგრევლად მიმდინარეობდა და ათასობით და მილიონობით ადამიანის სულებს აზიანებდა.
ადამიანების მეხსიერება გასაოცრად შერჩევითი გახდა. რუსებს უნდა ახსოვდეთ, მაგალითად, ასი წლის წინანდელი სტალინური რეპრესიები, მაგრამ არაპოლიტკორექტული და არაპროგრესულია სულ ახლახან მომხდარ ტრაგედიებზე საუბარი.
შევახსენებთ იმათ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს: 2014 წლის 2 მაისს უკრაინის ფაშისტურმა წარმონაქმნებმა ოდესის პროფკავშირების სახლში შეყარეს მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები და ცეცხლი წაუკიდეს. ინტერნეტს ყველაფერი ახსოვს.
ათობით ადამიანი დაიწვა პროფკავშირების სახლში ცოცხლად. გადასარჩენად ზოგი ფანჯრიდან ხტებოდა, მაგრამ იქ მათ ელოდნენ და სასიკვდილოდ სცემდნენ. ხელწერა ადვილი ამოსაცნობია: სწორედ მათი იდეური წინამორბედები - ბანდერელები ყრიდნენ სახლებში ბელორუსის სოფლების მშვიდობიან მცხოვრებთ და ცოცხლად წვავდნენ მათ.
მაგრამ რაც 1940-იანების ბანდერელებს არ ჰქონდათ, ესაა სოციალური ქსელები. თანამედროვე მკვლელები უბრალოდ კი არ ხოცავდნენ, არამედ თავიანთ ნამოქმედარს სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.
მაგრამ ეს ტრაგედიის მხოლოდ მეორე აქტი იყო. მესამე მაშინ დაიწყო, როცა სამამულო ნათელი გონების ინტელიგენციამ თითქოს ვერც კი შეამჩნია ოდესაში მომხდარი ამბები. აქამდე ჩუმად იყვნენ. წყნარად უჭერდნენ მხარს კიევის პუტჩისტებს და არ ერიდებოდნენ ნაცისტებთან ფოტოების გადაღებას. თანაც მთელი ხმით გაიძახოდნენ, რომ „არავითარი ფაშიზმი უკრაინაში არ იყო“.
ფაშისტები კი ამასობაში ოდესაში ჩავიდნენ. და შეუდგნენ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას. და უეცრად მთელი პროკიევური მოსკოვური დაჯგუფება სადღაც შებრუნდა და გაჩუმდა. ზოგიერთმა ხოცვა-ჟლეტის გამართლებაც კი სცადა. მახსოვს ურყევი არგუმენტი: „ესენი ხომ (დახოცილებს გულისხმობდნენ) იყვნენ ადამიანები რუსული პასპორტებით“. მართლაც, რა საჭიროა მათთან ცერემონიები? ინტელიგენციის რაღაც უსასრულო კონგრესების წევრებმა წაუყრუეს ნაცისტების დანაშაულს, რომელსაც მშვენიერ ოდესაში დღისით-მზისით სჩადიოდნენ. ეს მთელი ამ „ნათელი“ ჯგუფის მორალური სუიციდი იყო.
შემდეგ - დაღუპულთა ნათესავებმა სცადეს სამართლიანობა კიევის რეჟიმისგან მოეთხოვათ. ოდესა პატარა ქალაქია და ყველას შესანიშნავად ესმოდა, ვინ იყო ამ სასაკლაოს ორგანიზატორი. არავითარი პრობლემა არ იქნებოდა ამ ბანდიტების პოვნა, დაპატიმრება და სასამართლოსთვის გადაცემა - კიევის რეჟიმს რომ ეცადა მაინც ცივილიზებული იერის შენარჩუნება.
მაგრამ არაფერი გამოვიდა. ტელეკამერებმა გადაიღეს, როგორ უსმენდა პოროშენკო დაღუპულთა დედებსა და ცოლებს. რაღაც ამდაგვარს დაპირდა კიდეც. და ამით დამთავრდა. მკვლელები თავისუფლებაზე დარჩნენ, მათმა თანამზრახველებმა კი დონბასში მიიღეს სიგნალი: „შეიძლება“.
რვაწლიანი ტერორი დასჭირდა კიევის რეჟიმს, უკიდურესად რომ დაეშინებინა მოსახლეობა. მაგრამ უკრაინელი ნაცისტები, ისევე, როგორც მათი კოლეგები ფაშისტური გერმანიიდან, არასდროს სარგებლობდნენ ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერით. უმრავლესობა რეგულარულად უჭერდა მხარს რუსეთთან კარგ ურთიერთობას და ხმას არ აძლევდა ნატოში გაწევრიანებას. სწორედ ხალხის გასაჩუმებლად დაიწყო მრავალწლიანი აბუჩად აგდება, რასაც დღეს ბოლოს უღებს რუსეთის არმია.
უკრაინაში კლავდნენ - ღიად, დაუფარავად - არა მხოლოდ რუსეთის მომხრეებს, არამედ იმათაც, ვინც სხვაგვარად ფიქრს ბედავდა. მასობრივად ანადგურებდნენ დონბასის მშვიდობიან მოსახლეობას. აწამებდნენ ტყვეებს, ხვრეტდნენ შემთხვევით ადამიანებს, აფეთქებდნენ სახლებს, სკოლებს, ტროლეიბუსის გაჩერებებს. ტერორის საშინელ ძეგლად იქცა დონეცკის ანგელოზების ხეივანი. იქ მემორიალურ დაფაზე ამოკვეთილია ნაცისტების ხელით მოკლული პატარა ქალაქელების სახელები. ას ორმოცდაცხრა დაღუპული ბავშვი - აი რა მოიტანა კიევის რეჟიმმა დონბასში. ახლა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ტრაგედიის ფინალური აქტი, რომელიც რვა წლის წინ დაიწყო. რუსი ჯარისკაცები იბრძვიან, რათა უკრაინა ფაშისტური რეჟიმისგან გაათავისუფლონ. მათ ძალიან უჭირთ. უკრაინელმა ნაცისტებმა ყველაზე კარგად გაიგონეს და გაიგეს პუტინის სიტყვები. გარდაუვალი შურისძიების შიშით მათ მძევლად აჰყავთ ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა, ანადგურებენ ქვეყანას - იქცევიან, როგორც კლასიკური ტერორისტები. მაგრამ ეს მათ ვერ უშველის.
სამწუხაროდ, კიევის რეჟიმის ბევრი რუსი თაყვანისმცემელი დღემდე ფლობს ასეთ ადმინისტრაციულ რესურსს. ისინი განაგრძობენ რუსი ახალგაზრდებისთვის თავგზის აბნევას თავიანთი ზღაპრებით. ზოგიერთი მათი აღსაზრდელი - სტუდენტები, მოსწავლეები, თაყვანისმცემლები უკვე გამოდიან მიტინგებზე „ომის წინააღმდეგ“. მოსკოვში ამას წინათ რომელიღაც გოგონამ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილიც კი ესროლა.
ამ ახალგაზრდებს ვთხოვდი - წაეკითხათ წარწერები ძეგლზე დონეცკის ანგელოზების ხეივანში. უბრალოდ წაეკითხათ.
სხვადასხვა რეგალიებითა და პრემიებით, ჩინებითა და ტიტულებით მოკაზმული ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში დასცინოდნენ ამ ბავშვების ბედს. ესაა ყველაფერი, რაც მათგან, ჩვენებისგან, ასე ვთქვათ, გონთა მბრძანებლებისგან, გვესმოდა. საშინელი ირონიაა, რომ ასეთი „ბექგრაუნდით“ ისინი თავს რატომღაც რუსეთის ინტელიგენციას უწოდებენ. ეს უბრალოდ რაღაც აბსურდია.
მათი ფრაზა „ომის წინააღმდეგ“ - ესაა ახალი ვერსია მობეზრებული გამოთქმისა „ბავარიული დაგელია“. მიტინგებზე თავისი აუდიტორიის გამოყვანით ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელმა ნაცისტებმა ბავშვების ხოცვა გააგრძელონ. ზოგჯერ მეჩვენება, რომ სულაც არ არიან წინააღმდეგი, ანგელოზების ხეივნები ბელგოროდსა და როსტოვში, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც თუ გაჩნდება. მაშინ მათ ექნებათ შესანიშნავი საბაბი, თვალთმაქცურად ამოიოხრონ იმაზე, თუ როგორ მიეზღო არასწორ რუს ხალხს, ბოლოს და ბოლოს, თავისი „არასწორობისთვის“ სამაგიერო. გულის სიღრმეში მათ გაუხარდებოდათ კიდეც. იგრძნობა, რომ უკრაინელი ნაცისტების სიმხეცეები მათ ართობს. საშინელებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ სამაგიეროდ როგორი ადრენალინია! მათ ხომ უყვართ ლუსტრაციის თემა. რთული არ არის მათი ფანტაზიების დანახვა.
მაგრამ ეს არ მოხდება, რასაკვირველია. რუსი ჯარისკაცები დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსულ ქალაქებში აღარასდროს გაჩნდეს ანგელოზების ხეივნები. რომ არასდროს განმეორდეს ოდესის სასაკლაო. რომ უკრაინული ტერორის ყველა ორგანიზატორი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს. დიახ, დმიტრი მედვედევმა სწორედაც რომ დროულად მიუთითა, რომ დროა მძიმე დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯის აღდგენა. ხალხი ამას მხარს დაუჭერს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე