ყვითელი ამბები

„ჩემი ლამაზი დედაც წავიდა გივიკოსთან“ – ტრაგედია ბერიკაშვილების ოჯახში

გივი ბერიკაშვილის შვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
Sputnik
მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილი მანანა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავს აქვეყნებს – გარდაიცვალა მსახიობის მეუღლე.
„ჩემი ლამაზი დედაც წავიდა გივიკოსთან" – დაწერა მანანა ბერიკაშვილმა. ლეილა კაპანაძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თეატრალურ ინსტიტუტში ლექტორი იყო.
გივი ბერიკაშვილი გადაღებულია 45 მხატვრულ ფილმში, ნათამაშები აქვს ათეულობით როლი თეატრში. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი. გარდაიცვალა 2017 წლის 10 აპრილს, 83 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე ამაღლების ეკლესიის ეზოში.