მსოფლიო დღეს

პუტინმა მაკრონს კიევთან მოლაპარაკებებზე რუსეთის პირობები გააცნო

რუსეთის ლიდერი არ დაეთანხმა მაკრონს, რომელმაც „სიცრუე“ უწოდა იმას, რომ რუსეთი უკრაინაში ნაციზმს ებრძვის.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციის ამოცანები ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდება, განაცხადა კრემლის პრეს-სამსახურმა.
„მოლაპარაკებების გაჭიანურებით დროის მოგების მცდელობა მოსკოვის მხრიდან კიევის მიმართ მხოლოდ დამატებითი მოთხოვნების გაჩენას გამოიწვევს“, – განაცხადა პუტინმა.
აღნიშნულია, რომ რუსეთის ლიდერი არ დაეთანხმა მაკრონს, რომელმაც „ტყუილი" უწოდა, რომ რუსეთი უკრაინაში ნაციზმს ებრძვის. პუტინმა მას დასაბუთებული ახსნა-განმარტება წარუდგინა ნეონაცისტების არსებით როლთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკაში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინმა მაკრონს რუსეთის პირობები კიევის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების კონტექსტში დეტალურად განუმარტა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უკრაინის დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი – რათა მისი ტერიტორიიდან რუსეთს საფრთხე არასდროს დაემუქროს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.