ყვითელი ამბები

„როგორ მინდა ვინმე ჯიგარი გამომიხტეს პოსტზე...“ – ნუკი კოშკელიშვილი ფოტოებს აქვეყნებს

ამერიკაში მცხოვრები ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.
Sputnik
მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში დედებს დედის დღეს ულოცავს და სირთულეებზე წერს, რომელიც ამ სტატუსს ახლავს თავს.

„როგორ მინდა ვინმე ჯიგარი გამომიხტეს პოსტზე და მითხრას, რომ დედობაზე რთული სამსახური აქვს. მინდა მომიყვეს როგორ გაწამდა 9 თვე, როგორ დღემდე სტკივა ზურგი და როგორ არ სძინებია ბევრი წელი იმიტომ, რომ მის შვილს არ სძინებია. ისე მინდა ვინმემ მითხრას, რომ მშენებლობაზე, ჯარში, პოლიციაში (არ ვიცი კიდევ რა შეიძლება იყოს რთული პროფესია) არ აქვთ დღეში 2 წუთი ტუალეტში განმარტოვებისთვის – დედას არ აქვს. ინტელექტუალური პროფესიის წარმომადგენლებისგანაც მაინტერესებს, თუ ოდესმე გაუგიათ საოცარი კივილი იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც უნდა და ჯერ ვერ გიხსნის, ამიტომ ისვრის ყველაფერს და თითს იწევს ცაში მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა იფრინოს როგორც სუპერმენმა, ან უნდა ნაყინი, ორივე შემთხვევაში ახსნის მეთოდი ერთია“, – წერს ნუკი.

მისი თქმით, დედობაზე რთული არაფერია, ღამეც გაუთენებია მუშაობაში და დაღლილიც მისულა გადაღებიდან, ბავშვთან გატარებული დრო კი ვერაფერს შეედრება.

„დედებო გილოცავთ დედის დღეს, ღმერთმა ჯანმრთელი გიყოლოთ შვილები, ზუსტად ვიცი, ეს არის ყველა დედისთვის მთავარი. პ.ს. სხვათა შორის, სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, ჩვენ ხელფასიც არ გვაქვს“, – წერს ნუკი.

ტელეწამყვანი რამდენიმე წელია ამერიკაში ექიმ ქმართან და შვილთან ერთად ცხოვრობს.