ყვითელი ამბები

ასე იცავს მეგან მარკლი თავს ავი თვალისგან – ფოტო

ცნობილია, რომ მეგან მარკლს ძალიან უყვარს სამკაულები.
Sputnik
ბრიტანეთის პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი DealBook-ის ღონისძიებაზე ბოროტი თვალის საწინააღმდეგო სამაჯურით დააფიქსირეს. ამის შესახებ Page Six Style-ი იტყობინება.
ყვითელი ამბები
ვრცელდება ფოტო, როგორ ერთობა მეგან მარკლი უცხო კაცთან ერთად ბარში
ექსპერტებმა შეისწავლეს 14-კარატიანი ოქროს სამაჯური, რომელიც სასექსის ჰერცოგინიამ აირჩია The New York Times-ის DealBook კონფერენციაზე დასასწრებად და აღმოაჩინეს მისი დანიშნულება.
სამკაულს ბრილიანტები და თვალის ფორმის ნიშანი ამშვენებდა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სამკაულების აღწერილობაში მითითებულია, რომ სამაჯური არის თილისმა ბოროტი თვალის წინააღმდეგ და შეუძლია უარყოფითი ენერგიის გარიდება. როგორც გაზეთი აღნიშნავს, მარკლი არაერთხელ გამოჩნდა საჯარო ღონისძიებებზე სამკაულებით, რაც, მისი აზრით, ბოროტი თვალისგან იცავს.
მაგალითად, 2020 წლის აპრილში ის ნახეს ლონდონის საიუველირო ბრენდის Edge of Ember-ის ლურჯი ტოპაზით მორთული თვალის გამოსახულებიანი გულსაკიდით.