თბილისი, 2 მარტი – Sputnik. წყალმომარაგების მილის ავარიულად დაზიანების გამო თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
უწყების ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მილი დღეს საბურთალოს რაიონში, გაგარინის ქუჩის N27-ის მიმდებარედ დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები, რის გამოც გაგარინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ნაწილობრივ შეფერხებულია საგზაო მოძრაობაც“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომპანიის განცხადებით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, რთული აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. კერძოდ, 2 მარტის საღამოს 22.:00 საათიდან 3 მარტის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის ნაწილს.
ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.