ვიქტორია ნიკიფოროვა
უკრაინის ტერიტორიიდან მიღებული სამხედრო ამბების ტალღა გამაოგნებელია. როგორც ჩანს, უკან დახევისას უკრაინელ ჯარისკაცებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ მთელი საბრძოლო მასალა დახარჯონ, რომელიც დასავლეთიდან გამოუგზავნეს ბოლო რვა წლის განმავლობაში. საჭიროა თუ არა, უკან დახევისას ისინი მაინც აფეთქებენ ხიდებს და ნაღმავენ ყველაფერს, რისი დანაღმვაც შეუძლიათ. ეს თითქოს მათი ქვეყანაა, უნდა დანანებოდათ, მაგრამ არა.
ბევრ უკრაინელს სურს, რომ სწრაფად დანებდეს. რატომ და ვისთან უნდა იომონ? მაგრამ მათ პისტოლეტით ერეკებიან ფრონტზე გამხეცებული ტერბატალიონელები. ზალპური ცეცხლის დანადგარ „გრადებს“ პირდაპირ კიევის ცენტრში დგამენ, საცხოვრებელ კვარტლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მცხოვრები ადამიანები ავტომატურად ხდებიან სამხედროებისთვის ცოცხალ ფარად.
მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღი ურიგდებათ — მარტო დედაქალაქში ხელზე დაახლოებით 18 ათასი „კალაშნიკოვი“ გაიცა. და ეს იარაღი მომენტალურად საქმეში ერთვება. ამ დღეებში კიეველებმა თავიანთი ავტომატებიდან რუსეთის დივერსიული ჯგუფი დაცხრილეს. მერე ახლოს მივიდნენ, დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ რუსული სპეცრაზმი კი არა, ჩვეულებრივი კიევური ოჯახი იყო, მშვიდობიანო მცხოვრებლები. მამა, დედა და ბავშვი საკუთარ მანქანაში იწვნენ ჩახოცილები.
ჩვენ თვალწინ, ასე თუ ისე, ქვეყანა „გულიაი პოლედ“ იქცევა, ბანდები, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, ტერორისტული ჯგუფები და კბილებამდე შეიარაღებული ცალკეული მანიაკები მოქმედებენ. „ანარქია წესრიგის დედაა“, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ასი წლის წინ იყო. და ამ კრიმინალური აღლუმის სათავეში დგას „ნარკომანთა და ნეონაცისტთა“ ბანდა, რომელმაც ფაქტობრივად მძევლად აიყვანა საკუთარი მოსახლეობა. საშინელება ის არის, რომ ბევრი უკრაინელი მზადაა, დაიცვას ეს ბანდა და სიცოცხლეც გაწიროს მისთვის.
როგორ მოხდა ასე? როგორ მივიდა საერთოდ საქმე აქამდე? ოცდაათი წლის წინ, როდესაც უკრაინა და რუსეთი უკიდურესად მშვიდობიანად შორდებოდნენ ბელოვეჟსკაია პუშჩაში, ამ კოშმარის წარმოდგენა შეუძლებელი იყო.
საქმე ისაა, რომ უკრაინის ხალხი კიევის ხუნტამ ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ აიყვანა მძევლად. ბევრი წელია შთააგონებენ, რომ ის, მიუხედავად ცხოვრების აფრიკული დონისა, „ეუროპაში“ ცხოვრობს. რომ რუსეთი, რომელიც ყოველთვის გამართულად ამარაგებდა მას გაზით, ელექტროენერგიითა და ყველაფრით, რაც დასჭირდებოდა, ეს მთავარი მტერია, ხოლო მზე დასავლეთიდან ამოდის. ბევრი წლის განმავლობაში ურეცხავენ ტვინებს და აიძულებენ მათ, ილაპარაკონ მოვაზე.
და შედეგიც სახეზეა. უკრაინელებმა სრულად აითვისეს „სტოკჰოლმის სინდრომი“. ჩვეულებისამებრ ის ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილებს ერთვებათ. მათ ეშინიათ, სტკივათ, მათ სცემენ, ემუქრებიან. და ჭკუიდან რომ არ შეიშალოს, ადამიანი დამცავ მექანიზმს რთავს — არწმუნებს თავს იმაში, რომ ტერორისტი მართალია. თანაუგრძნობს მას, ცდილობს დაიცვას.
როგორც წესი, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მძევლებთან ფსიქოლოგები მუშაობენ — სპეციალურად, რათა „სტოკჰოლმის სინდრომი“ მოუხსნან. უკრაინასთანაც საჭირო იქნება ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რათა ხალხი გრძნობაზე მოიყვანონ.
პირველი კონკრეტული ნაბიჯები — რუსულმა ენამ მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა მიიღოს. ყველა რუსული სკოლა უნდა აღადგინონ. ჰუმანიტარული განათლების სისტემა უნდა გადაფორმატდეს და დაუახლოვდეს რუსულს. იდეალური იქნებოდა ისტორიის ერთი სახელმძღვანელოს შექმნა და ჩვენთანაც და იქაც მისი შეთავაზება მოსწავლეებისთვის. იმავდროულად უნდა გადაიხედოს რუსული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებიც.
ზოგადად, განათლების სისტემა მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული რუსულზე. მომზადება რუსული ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რაღაც პროგრამა რუსულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. ეს ყველაფერი აუცილებელია. მაგრამ კიდევ უფრო აქტუალურია იქ საინფორმაციო ველის გასუფთავების აუცილებლობა.
ზელენსკის თანაშემწე ნიკიტა პოტურაევმა, რომელიც მოსკოვზე ატომური ბომბის ჩამოგდებას ითხოვდა, მოულოდნელად დატოვა სამშობლო და ვენაში აღმოჩნდა. უნიკალური შემოქმედებითი გუნდები და კრეატიული ერთეულები, რომლებიც წლების განმავლობაში აღვივებდნენ სიძულვილს მოძმე ხალხებს შორის, კიევიდან დასავლეთში მიგრირებენ. ჟურნალისტი გორდონი, რომელიც რუსი ოკუპანტების კბილებით დაღრღნას აპირებდა, გაიქცა.
ამავდროულად, ღირს, ყურადღებით დავაკვირდეთ უკრაინელ კონტენტის მწარმოებლებს, რომლებიც ფულს „წყეული მოსკალების“ ტერიტორიაზე შოულობენ. აგე, ცოტა ხნის წინ „ორიოლ და რეშკას“ პროდიუსერმა სოციალურ ქსელებში ვლადიმირ პუტინს სიკვდილი უსურვა. გადაცემა მალევე დაიხურა. მაგრამ კიდევ რამდენია ასეთი პროდიუსერი, ქოუჩი, ინფობოშა და პირით მომღერლები ნეზალეჟნაიადან, რომლებიც ჩვენთან დახეტიალობენ რუბლის საძიებლად.
...გერმანიის დენაციფიკაცია, მოგეხსენებათ, ორი გზით წავიდა. გერმანიის ტერიტორიაზე მოეწყო ჰოლოკოსტის კულტი, ამასთან გერმანელებს მიეცათ სრული ინდულგენცია სხვა ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. საბჭოთა კავშირი ხომ ომის შემდეგ მაშინვე კვლავ შეირაცხა დასავლეთის მტრად. და რისთვის იყვნენ საბჭოელები შესაცოდებლები?
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში დასავლეთ გერმანელები დამარცხებით მიყენებულ დამცირებას ზოგადად სლავების, კონკრეტულად რუსების სიძულვილით ინაზღაურებდნენ. მათ ამჯობინეს, დაევიწყებინათ სსრკ-ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულები. ტყუილად კი არ აპიარებდნენ ასე გამწარებით კატინის თემას — ზუსტად იმისთვის აპიარებდნენ, რომ ბელორუსულ ხატინში ბანდერეველი მეთაურების დანაშაულებები მეხსიერებიდან ამოეგდოთ.
ვერმახტის ბევრი ჯარისკაცის შვილიშვილისთვის ჩვენ აზიურ ურდოდ დავრჩით, რომელიც განადგურებას ექვემდებარება. „სარმატული შემოსევა“, როგორ ელეგანტურად დაახასიათა საბჭოთა არმია გერმანიაში გერმანელმა კლასიკოსმა თომას მანმა თავის კლასიკურ რომანში „დოქტორი ფაუსტი“. მოკლედ, ბარბაროსები, უნტერმენშები.
ეს ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა და 90-იანებში ამოხეთქა, როდესაც გერმანელები ცივსისხლიანად მონაწილეობდნენ იუგოსლავიაში სერბების განადგურებაში. მერე ღიად აქეზებდნენ და ახალისებდნენ რუსების გენოციდს დონბასში. ახლა იარაღის პარტიებს გზავნიან უკრაინაში. რა არის ეს, თუ არა აღორძინებული ნაციზმი?
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დენაციფიკაცია ბევრად მარტივად და წარმატებით მიმდინარეობდა. იქ უბრალოდ შეცვალეს რასიზმი საბჭოთა ინტერნაციონალიზმით. და აქამდე აღმოსავლეთ გერმანელები შესანიშნავად ეპყრობიან რუსებსა და საბჭოთა კავშირს.
უკრაინელებს ახლა სიმართლის ვაქცინა სჭირდებათ — ისტორიული და თანამედროვე. მართალი სახელმძღვანელოები, მართალი ინფორმაციები. სოციალური ქსელები და პლატფორმები უკრაინაში მასობრივი ფსიქიკური განადგურების იარაღად გამოიყენება. გაიხსენეთ 2 მაისის ტრაგედია ოდესის პროფკავშირების სახლში. საშინელი იყო არა მხოლოდ ხოცვა-ჟლეტა, არამედ გიჟური კუდიანებზე ნადირობა, რომელიც უკრაინელებმა მოაწყვეს მაშინ „ფეისბუქში“. ამის გახსენება ახლაც შემაძრწუნებელია. თუ ინტერნეტი ჩინეთის მანერით არ გაიწმინდება ყოველგვარი ნაგვისგან, მასზე შემსხდარი უკრაინელები ათას უბედურებს ჩაიდენენ.
ჩვენ მათთვის სიმართლე მიგვაქვს. სიმართლე კი ისაა, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ და მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ. მხოლოდ ამაშია ჩვენი ძალა.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე