სოზარ სუბარმა ოპოზიციის მეთოდები და ქმედებები გააკრიტიკა

ქართული ოპოზიცია, უკრაინის თემის მანიპულაციით, ძალაუფლებისთვის იბრძვის, მიიჩნევს სუბარი.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარმა დაგმო ოპოზიციის მოქმედებები და საქართველოს ერთადერთი ქვეყანა უწოდა მსოფლიოში, სადაც უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად ოპოზიცია ძალაუფლებისთვის იბრძვის.
საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი აქციები ყოველდღიურად იმართება.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არ შეუერთდეს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, საპროტესტო აქციების მონაწილეებმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. უფრო მეტიც, გუშინ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა პარლამენტის შენობის წინ ადამიანებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.
„უკრაინელი ხალხის ტრაგედიას ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ“, – განაცხადა სუბარმა „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მოწოდება ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის შესახებ პროვოკაციაა.
„ზურაბ ჯაფარიძე არის პროვოკატორი. ხელისუფლების შეცვლის, ძალადობრივი გზით გადატრიალების სურვილი ძალიან ბევრს აქვს“, – განაცხადა სუბარმა.
საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება საწყის პოზიციაზე რჩება. ოპოზიციის პრეტენზიაზე სანქციებთან დაკავშირებით ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ოპოზიცია საქართველოს ჩათრევას ცდილობს სამხედრო კონფლიქტში. „ოპოზიციის მაქინაციებს“ უკავშირებს ხელისუფლება ასევე „კონსულტაციისთვის“ თბილისიდან უკრაინის ელჩის გაწვევას.
„ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით ყველაზე მეტად თვითონ საქართველო დაზარალდება, და რომ ყველა გადაწყვეტილებას ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იღებენ.
წყარო: ტელეკომპანია „იმედი“