ყვითელი ამბები

ეს ფოტო ნანახი არ გექნებათ – ინგა გრიგოლია და ედუარდ შევარდნაძე წლების წინ

სოციალურ ქსელში არქივის ფოტო ვრცელდება.
Sputnik
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია წლებია ქართულ ტელესივრცეში ცნობილი ადამიანია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ინგა გრიგოლია ჟურნალისტის ამპლუაშია გადაღებული საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ერთად.
ფოტოში ინგა გრიგოლია დაახლოებით 30 წლის იქნება. რამდენიმე დღეში ტელეწამყვანი 51 წლის ხდება. მუშაობდა ტელევიზიებში – „რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“. იყო ტელეგადაცემების – „პირველების“, „რეაქციისა“ და ტოკშოუ „იმედის კვირის“ ავტორი და წამყვანი. ამჟამად არის „TV პირველის“ გადაცემა „დღის ამბებისა“ და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი. დაჯილდოებულია თამარ მეფის ორდენით.
ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში, 2014 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ცნობილი პოლიტიკოსის გარდაცვალებას საერთაშორისო მედია და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები აქტიურად გამოეხმაურნენ.