თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ნავთობის ფასი კვლავ რეკორდებს ხსნის – მსოფლიო ფასების ზრდის ტემპი 7,5%-მდე გაიზარდა, ხოლო Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 113 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც პირველად მოხდა 2014 წლის 30 ივნისის შემდეგ, იუწყება სააგენტო РИА Новости.
17:11 საათისთვის (თბილისის დროით) ერთი ბარელი Brent-ი 112,82 დოლარად იყიდებოდა (7,53%-იანი ზრდა), რამდენიმე წუთით ადრე კი 113 დოლარს გასცდა – პირველად 2014 წლის ივნისის შემდეგ. აპრილის ფიუჩერსის WTI-ს ფასმა 111,18 დოლარს მიაღწია (ზრდა – 7,5%).
OPEC+-ის ალიანსმა ოთხშაბათს გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ აპრილში გააგრძელებს მოპოვების გეგმიურ ზრდას დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით. ალიანსის მომდევნო სხდომა 31 მარტს გაიმართება.
წყარო - РИА Новости.