მომღერალ თემურ თათარაშვილის ყოფილი მეუღლე ნინო ადამაშვილი, რომელსაც ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, აცხადებს, რომ როდესაც თათარაშვილი მოსკოვში წავიდა და იქ დაქორწინდა, მის ახალ მეუღლესთან შეხვედრა მოუწია.
„მოსკოვიდან გამოგვიგზავნა ამანათი – ჩემი ცოლია ჩამოსული და დახვდი, რაღაცას გადმოგცემსო. იმ ქალთან უბრალოდ ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიეღო. აი, ასე წავედი ყოფილი ცოლი რეალურ ცოლთან შესახვედრად. რომც იყოს ნაღდი ცოლი, ჩემი საქმე არ არის. ეგ კი არა, ჩემს შვილს და ან ძმა რომ ჰყოლოდა, ძალიან გამიხარდებოდა. მე არ გავაკეთე ეს და იქნებ იმას გაეკეთებინა“, – ამბობს ქალი.
რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა სიმღერის სურვილი ოდესმე, ნინო ადამაშვილი იხსენებს, რომ ერთხელ ჰქონდა მცდელობა.
„ერთხელ მე და მაია ჯაბუას ქმარი დავთვერით და მთელი ღამე ვმღეროდით. მაია და თემური კი გვისმენდნენ. დილით რომ ავდექით, მითხრა, აღარ დალევო. რატომ–მეთქი. იმიტომ, რომ აღარ იმღეროო. ისე, ჩვენს შორის აკრძალვები და ასეთი რაღაცები არასდროს ყოფილა“, – ამბობს ნინო.