თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამყრელიძის, გარიყულის, სიხარულიძის, ჩარგლის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის და სიხარულის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ). პეკინის გამზირის, კოსტავას, ბენდელიანის, ფარნავაზ მეფის, მეფე მირიანის, ოთხი ათასი მესხის, ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის, ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, გრაფ შულენბურგის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზაბავრის, თეიმურაზ ბატონიშვილის და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, იორის, ისნის, მეტეხის, რუისის, ფერიცვალების, ჩეხოვის და მეფე სოლომონ ბრძენის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.