საქართველოს რკინიგზა: უკრაინის მოქალაქეები ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ

საქართველო განაგრძობს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბილეთის მისაღებად უკრაინის მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი.

„უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ. მგზავრობის საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში ბილეთის მისაღებად უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში და წარადგინონ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო - „საქართველოს რკინიგზა“