მსოფლიო დღეს

ნავთობის მსოფლიო ფასები კვლავ იზრდება

ტრეიდერები აგრძელებენ მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების რისკის შეფასებას უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდის ტემპი 8-9%-მდე გაიზარდა, ხოლო Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 106 დოლარს გადააჭარბა, რაც პირველად მოხდა 2014 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, იუწყება РИА Новости.
სამშაბათს, საღამოს ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა, ხოლო ტრეიდერები აგრძელებენ მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების რისკის შეფასებას უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.
19:51 სააათისთვის (თბილისის დროით) ერთი ბარელი Brent-ი 106,22 დოლარად იყიდებოდა (8,42%-იანი ზრდა), ხოლო აპრილის ფიუჩერსების WTI-ს ფასმა 104,47 დოლარს მიაღწია (ზრდა - 9,14%).
რუსეთმა უკრაინაში საომარი ოპერაცია 24 თებერვალს, დილით დაიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.