ბათუმში ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ბათუმში ოპოზიციის აქციაზე პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებებთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოხატვა უცენზურო სიტყვებით დაიწყეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. მისი თქმით, სანქციები თავად საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.