თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. 2021 წელს საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით 743-მა უცხოელმა მიმართა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.
საქართველოში თავშესაფარს ძირითადად თურქეთის, ირანისა და რუსეთის მოქალაქეები ითხოვენ.
ქვეყნების ტოპ-ხუთეული, რომელთა მოქალაქეებიც ითხოვენ თავშესაფარს საქართველოში:
თურქეთი - 137 მაძიებელი
ირანი - 125 მაძიებელი
რუსეთი - 54 მაძიებელი
იორდანია - 47 მაძიებელი
ავღანეთი - 40 მაძიებელი
ამავდროულად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა ირანის შვიდ, ლიბანის ოთხ, სირიის სამ, ეგვიპტის ორ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე ხუთ პირს.
საქართველომ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა 75 უცხოელს, მათ შორის იემენის, სირიის, ავღანეთის, ერაყის, უკრაინის, ერიტრეის, რუსეთის, სომალისა და ყაზახეთის მოქალაქეებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა იემენის ოთხ მოქალაქეს, სირიის ერთ, უკრაინის ერთ და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ორ მოქალაქეს.
2021 წელს 426 უცხოელს უარი ეთქვა სტატუსზე, კიდევ 77 გააძევეს ქვეყნიდან.