თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია - იწვის ახალი სპორტის სასახლის გვერდით მდებარე შენობა, იუწყება ადგილიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
ძლიერი ქარის გამო არსებობს ახალ სპორტის სასახლეზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე.
ადგილზე მუშაობს 15-მდე სახანძრო ბრიგადა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავდა. სპეციალისტები ხანძრის გამომწვევს მიზეზებს ადგენენ.