„სილქნეტმა" უკრაინის მიმართულებით ზარებზე ტარიფი გააუქმა

Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. სოლიდარობის ნიშნად, დღეიდან საქართველოდან უკრაინის მიმართულებით ზარები უფასო გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სილქნეტი“ ავრცელებს.
„დარეკე უკრაინაში უფასოდ, როგორც „სილქნეტის“ მობილური, ისე ფიქსირებული ქსელიდან. დარეკვისას აკრიფე: მობილურიდან +380 ან 00 380, ფიქსირებული ქსელიდან 00 380 ან 1016 0 380“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასის რესპუბლიკების ხელმძღვანელების მხრიდან დახმარების თხოვნაზე საპასუხოდ 24 თებერვალს დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს, მიზანია „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები არ აყენებენ დარტყმებს ქალაქებს, არამედ მწყობრიდან გამოჰყავთ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, ამიტომ სამოქალაქო მოსახლეობას არაფერი ემუქრება.
წყარო - „სილქნეტი“