COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 27 თებერვალი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.491.321 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 13.840), გარდაიცვალა – 16.138 (ბოლო 24 საათში – 41). კარანტინის რეჟიმშია 4, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.640 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 449 ადამიანი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.835-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.603.007-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.491.321 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 13.840), გარდაიცვალა – 16.138 (ბოლო 24 საათში – 41). კარანტინის რეჟიმშია 4, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.640 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 449 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 26.252 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.913, PCR–ტესტით – 13.339.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 18,42%, ბოლო 14 დღის – 26,68%, ბოლო 7 დღის – 22,64%.
სულ ჩატარებულია 2.816.079 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.245 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge