რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის გაიხსნა

ავტოტრანსპორტის მოძრაობა უამინდობის გამო იყო შეზღუდული.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. რუსეთ–საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების გადაადგილება აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე სატვირთოების მოძრაობა გუშინ თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.
არსებული ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი