ბათუმი-ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მას შემდეგ აიკრძალა, რაც სოფელ ბეღლეთთან მეწყერი ჩამოწვა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.
დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ცდილობენ, ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.