თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება

GWP-ს ინფორმაციით, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ SMS-შეტყობინებები აბონენტებს წინასწარ დაეგზავნათ.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. გლდანი-ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონებს დღეს, 16:00 საათიდან 26 თებერვლის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power.
როგორც კომპანიაში განმარტეს, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში, XI მ/რ-ში წყალსადენის მაგისტრალურ მილზე დაზიანებაა და მის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოების ჩაატარებაა აუცილებელი.
GWP-ს განცხადებით, სამუშოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ბრიგადები უკვე ადგილზე არიან მობილიზებული და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
GWP-ს ცნობით, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ SMS-შეტყობინებები აბონენტებს წინასწარ დაეგზავნათ.
Georgian Water and Power ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.