საქართველომ კალათბურთში ჩრდილოეთი მაკედონია დაამარცხა – ფოტო

კალათბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 91:70.
Sputnik
ამ გამარჯვების მოპოვებით საქართველოს ნაკრები G ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა. ილიას ზუროსის გუნდს აქტივში ერთი მარცხი და ორი გამარჯვება აქვს.
1 / 12

ახლა საქართველოს ნაკრები ჯგუფში ლიდერობს

2 / 12

ქართველმა სპორტსმენებმა მაკედონიის გუნდი რთულ ბრძოლაში დაამარცხეს

3 / 12

შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 91:70

4 / 12

ქართველი კალათბურთელებიდან განსაკუთრებით აქტიურობდა ტედ მაკფადენი

5 / 12

მან გუნდს 26 ქულა მოუტანა

6 / 12

კიდევ ოთხი სპორტსმენი ასცდა 10-ქულიან ზღვარს: გიორგი შერმადინი (20), კახა ჯინჭარაძე (12), დუდა სანაძე (11) და მიხეილ ბერიშვილი (10)

7 / 12

მატჩის დაწყებამდე ილიას ზუროსი აცხადებდა, რომ მისი აღსაზრდელები ყველა ღონეს იხმარდნენ გამარჯვების მოსაპოვებლად. ქართული ნაკრების მწვრთნელის მოლოდინები სრულად გამართლდა

8 / 12

საქართველოს ნაკრების აქტივში ახლა ერთი მარცხი და ორი გამარჯვებაა

9 / 12

G ჯგუფში შეხვედრას მალე გამართავენ ესპანეთისა და უკრაინის ნაკრებებიც

10 / 12

ხოლო საქართველო მორიგ მატჩს 27 თებერვალს ჩაატარებს

11 / 12

ქართული გუნდი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება მაკედონიის გუნდს

12 / 12

შემდეგ საკვალიფიკაციო რაუნდში თითოეული ჯგუფიდან სამი საუკეთესო ნაკრები გავა