ყვითელი ამბები

სალომე ჭაჭუას ირლანდიელი მეწყვილე მოცეკვავის მოხიბვლას ცდილობს – სახალისო ვიდეო

სალომე ჭაჭუას მეწყვილე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.
Sputnik
უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და ღირსეულ პარტნიორობას უწევს მორაგბე ჯორ­დან კონ­როის.
ის ფაქტი, რომ სალომე ჭაჭუა ახლა უკვე ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვალვებს” იპყრობს, ძალიან ახარებთ ქართველ გულშემატკივრებს და წყვილის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება.
წყვილი ყოველ საკონკურსო ტურში ჟიურისგან საკმაოდ მაღალ შეფასებებს იღებს. ჯერ უცნობია, რა ცეკვით წარდგებიან სალომე და ჯორდანი მომდევნო ტურში, თუმცა მანამდე ირლანდიელმა მეწყვილემ სალომესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა სახალისო წარწერით.