თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. უკრაინაში ნაციონალისტური ელემენტები აქეზებენ უკრაინელ სამხედროებს და ბარიერული რაზმების როლში გამოდიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
„უკრაინის რეგულარულ ნაწილებში ჩანერგილი ნაციონალისტური ელემენტები არა მხოლოდ აქეზებენ მათ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისკენ, არამედ ასევე ასრულებენ ბარიერული რაზმის როლს“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბანდეროველები და ნეონაცისტები მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ზალპური ცეცხლის სისტემებს იყენებენ მსხვილი ქალაქების ცენტრალურ რაიონებში.
„არ მისცეთ უფლება, რომ ნეონაცისტებმა და ბანდეროველებმა გამოიყენონ თქვენი შვილები, ცოლები და მოხუცები ცოცხალ ფარად. აიღეთ ძალაუფლება ხელში. როგორც ჩანს, ჩვენ თქვენთან უფრო ადვილად მოვილაპარაკებთ“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ „ნეონაცისტების ბანდასთან მოლაპარაკებას“ არ გეგმავს.
21 თებერვალს პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.