თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლო პროვოკაციების პრევენცის მიზნით იქნა მიღებული.
„25 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე... იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აღნიშნული შეზღუდვა „უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად განხორციელდება.
პრეს-სამსახურის ცნობით, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ მასმედიის წარმომადგენლები.