„ოსკარი 2022“ განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება

Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარი 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია უჩვეულო ფორმატში გაიმართება: მაყურებელს შოუს ჰიბრიდული ვარიაცია ნამდვილად გააკვირვებს.
როგორც წესი, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა, მაგრამ წელს კინოაკადემიამ ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. ნომინაციების ნაწილის გადაცემა ძირითადი ტრანსლაციის მიღმა მოხდება.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია
გამოდის, რომ ზოგიერთი დებიუტანტი ჯილდოს წინასწარ მიიღებს. თუმცა „ოსკარის“ გადაცემის ჩანაწერი შოუს საბოლოო ვარიანტში შევა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გასული წლის „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის დაბალი რეიტინგები.
სოციალური ქსელების მომხმარებელთა მხრიდან ნეგატიური კრიტიკის შემდეგ კინოაკადემიის ხელმძღვანელმა დევიდ რუბინმა შეცდომების გამოსწორების პირობა დადო.
„მე მოვისმინე მაყურებლებისა და „ოსკარის“ პარტნიორების ყველა წინადადება. როგორც გაირკვა, საჭიროა ტრანსლაციაში ცვლილებების შეტანა, რომელმაც ყველას ინტერესი უნდა დააკმაყოფილოს“, – განაცხადა მან.