ყვითელი ამბები

„შურთ, რომ ზურა ხაჩიძეს ძალიან უყვარს თავისი ცოლი“ – რა უთხრა ნათელმხილველმა მომღერალს

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე 23 წელია ერთად არიან. წყვილი ხმაურიანად დაქორწინდა და, როგორც ხათუნა ამბობს, მათ ცხოვრებაში მძიმე პერიოდები არაერთხელ იყო.
Sputnik
ნათელმხილველმა ლია ხუციშვილმა გადაცემა „ღამის პრაიმტაიმის“ წამყვანს ზურა ხაჩიძეს უთხრა, რომ მას ცუდი თვალით უყურებენ.

„პირველად გხედავთ პირდაპირ ეთერში. ეკლესიური თქვენც ხართ და მეც ვარ, მაგრამ თქვენ რომ თვალი გაქვთ, შურით სკდება სულ ყველა. თითქოს იმისას ჭამდე და სვამდე. ახლა ის შურთ, რომ „ძალიან უყვარს თავისი ცოლი“, პირველი აქედან უნდა დავიწყოთ. ცალკე გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ“, – უთხრა ნათელმხილველმა მას.

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. წყვილი უკვე 23 წელია, რაც ერთადაა. ხათუნას თქმით, ზურამ ბევრი რამ ასწავლა. უფრო მშვიდი და დაფიქრებული გახადა.
ხათუნა ჟორდანიას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ნინი ქარსელაძე ჰყავს. მის გარდა ზურა ხაჩიძეს და ხათუნა ჟორდანიას საერთო გოგონა – ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ.