სააკაშვილის სასამართლო: „ნაცმოძრაობის“ საპროტესტო აქცია ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერად

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთშაბათს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ახალი პროცესი გაიმართა. ნახეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეოში მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია სასამართლოს ეზოში.
Sputnik
ამჯერად სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არც ისე ბევრი იყვნენ. თუმცა ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ პროცესი მიმდინარეობდა, იქაურობა არ დაუტოვებიათ.
აქციამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა, შენობის შესასვლელს საპატრულო პოლიციის გაძლიერებული რაზმები იცავდა.