საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი იუბილარია – სპორტსმენი 30 წლის გახდა. მას დაბადების დღე გერმანელმა საცოლემ შარლოტა ჰელენმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რომანტიკულად მიულოცა. „გილოცავ, ჩემო სიყვარულო. მიყვარხარ“, – დაწერა შარლოტამ.
წყვილის შესახებ ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა, როდესაც მედიაში ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალის შესახებ დაიწერა. დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება.
ბასილაშვილის ახალი რჩეული გერმანელი ჩოგბურთელია. სპორტსმენს ის საქართველოშიც ჰყავდა ჩამოყვანილი. წყვილი ერთად ცხოვრობს და შარლოტა ნიკოლოზს მუდამ თან ახლავს საერთაშორისო შეჯიბრებებზე.