თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ გასატარებელი ზომების შესახებ გადაწყვეტილება დღესვე, ხუთშაბათს იქნება მიღებული G7-ს სხდომაზე, ევროსაბჭოს შეხვედრაზე და ასევე ნატოს სამიტზე, რომელიც უახლოეს დროში გაიმართება, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
„სანქციები იქნება სამხედრო, ეკონომიკური და ენერგეტიკული ხასიათისა. არ იქნება არანაირი რბილი მიდგომა. ჩვენ უყოყმანოდ ვუჭერთ მხარს უკრაინას და საკუთარ თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას, რათა ჩვენი ევროპელი მოკავშირეების სევერენიტეტი და უსაფრთხოება დავიცვათ“, − აღნიშნა მაკრონმა.
მანამდე ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა მოსკოვის წინააღმდეგ „ყველაზე სასტიკი“ სანქციები დააანონსა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. მისი თქმით, „რუსეთის ხელძღვანელობა უპრეცედენტო იზოლაციას შეეჯახება“.
დღეს, 24 თებერვლის დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა შემოიღო და ბრძოლების დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. დონბასში რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკვე მკაცრად დაგმეს მთელმა რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.