გადამწვარი მიწა: ტყის ხანძრები არგენტინაში – ფოტო

არგენტინის პროვინცია კორიენტესში ტყის ხანძარი მძვინვარებს.
Sputnik
იანვრის შუა პერიოდიდან არგენტინაში ტყის ხანძრებია. ცეცხლმა 800 ათას ჰექტარზე გაანადგურა მცენარეები. ქარი და გვალვა კი ხანძარს გავრცელებაში ხელს უწყობს.
ხანძარმა გაანადგურა სოფლის მეურნეობა და შინაური ცხოველები. მეხანძრეები სტიქიასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ.
1 / 12

ხანძარმა გაანადგურა საძოვრები და ტყეები

2 / 12

დიდი ზიანი მიადგა არგენტინის ეროვნულ პარკ იბერასაც

3 / 12

მეხანძრეები ტყის ბინადარი ცხოველების გადარჩენას ცდილობენ

4 / 12

ფერფლით დაფარული ნიანგი

5 / 12

ტყის ხანძარი უფრო სახიფათო ხდება ტემპერატურის ზრდასთან და გვალვასთან ერთად

6 / 12

კორიენტესი ესაზღვრება პარაგვაის, ბრაზილიასა და ურუგვაის

7 / 12

სტიქიასთან ბრძოლაში არგენტინამ დახმარება სთხოვა ბრაზილიას, ბოლივიასა და აშშ-ს

8 / 12

ხანძრის ჩაქრობას 5 ათასზე მეტი მეხანძრე ცდილობს

9 / 12

მიუხედავად მცდელობისა, სტიქიასთან გამკლავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

10 / 12

ხელისუფლების ცნობით, ხანძარმა კორიენტესში 785 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, რაც ტერიტორიის 8,8%-ს შეადგენს

11 / 12

პროვინცია „ეკოლოგიური კატასტროფის ზონად“ გამოცხადდა

12 / 12

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ კვირის ბოლომდე ტემპერატურა კვლავ გაიზრდება, წვიმა კი არ იქნება