საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

ბიძგები ადგილობრივი დროით 18:45 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთ–საქართველოს საზღვრიდან 3 კილომეტრში 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ბიძგები ადგილობრივი დროით 18:45 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
წყარო - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.