დუბაიში მომავლის მუზეუმი გაიხსნა – ვიდეო

მუზეუმის ექსპოზიცია განკუთვნილია საფრთხეებისა და თანამედროვეობის შესაძლებლობების შესწავლისთვის, მომავლის ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისთვის, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებისთვის.
Sputnik
დუბაიში მომავლის მუზეუმი გაიხსნა. ფუტურისტული შენობა უკვე მასპინძლობს ვიზიტორებს.
შენობას არქიტექტურულ საოცრებას უწოდებენ. გასაოცარი დიზაინისა და მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით მან უკვე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და მსოფლიოს 14 ყველაზე ლამაზი მუზეუმის ჩამონათვალში მოხვდა.
შენობის კარკასი უჟანგავი ფოლადისგან დამზადდა, მასზე დატანილია ციტატები არაბულ ენაზე.
„მომავალი ეკუთვნის მას, ვისაც შეუძლია მისი წარმოდგენა, დაპროექტება და ხორცის შესხმა“, – ასე ჟღერს ერთ-ერთი მათგანი.
ამჟამად მიმდინარე ტექნოლოგიურ გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები ხუთ ექსპოზიციაში, რომლებიც ეძღვნება მომავალში კოსმოსურ მოგზაურობებსა და კოსმოსს, ცხოვრებას, კლიმატისა და ეკოლოგიიის ცვლილებას, ჯანმრთელობასა და სულიერებას.
შენობა შვიდსართულიანია, იკავებს30 ათას კვ.მ ფართობს, სიმაღლე კი 77 მეტრს შეადგენს. მისი ავტორია არაბი არქიტექტორი მათარ ბინ ლაჰეჯი. მუზეუმის გარშემო 80 ჯიშის მცენარე ხარობს, რომლებსაც ავტომატური მორწყვის სისტემა აქვთ.