ყვითელი ამბები

„ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდა...“ – გიო ხუციშვილი 60 წლის გახდებოდა

Sputnik
მომღერალი გიო ხუციშვილი დღეს იუბილარია – ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი 60 წლის გახდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მძიმე დიაგნოზის გამო რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მთელ საქართველოს დასწყვიტა გული.
გიო ხუციშვილის მეუღლემ მაია ჯორჯაძემ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“-ის ეთერში ისაუბრა, როგორ აღნიშნავდა ის დაბადების დღეს.

„ძალიან ემზადებოდა, ყოველ წელს იხდიდა, არ არსებობდა, რომ არ გადაეხადა. ერთი კვირით ადრე იწყებდა სიის წერას, ედო ფურცელი და პასტა და მეუბნებოდა, ეს ჩაწერე, ის ჩაამატეო. ძალიან უყვარდა ეს დღე. 60 წლის იუბილეს ძალიან ელოდებოდა. ამბობდა, რომ ამ თარიღს განსაკუთრებულად დიდი შეკრებით აღნიშნავდა, რაც ისედაც ძალიან უყვარდა“, – გაიხსენა მომღერლის მეუღლემ.

მისი თქმით, ოთხი წელი ხდება უკვე, რაც აღარ არის, მაგრამ მას ის შეგრძნება არ ტოვებს, რომ სულ ახლოს არის.