ანსამბლი „ბასიანი“ რუსეთში კონცერტებს გამართავს

ანსამბლი „ბასიანი“ 2000 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ცნობილი ქართული ხალხური სიმღერების სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ (Basiani) კონცერტებს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გამართავს.
„მაყურებელთა მრავალრიცხოვანი თხოვნით ქართული ფოლკლორული სიმღერის უნიკალური ანსამბლი „ბასიანი“ სანქტ-პეტერბურგში საიუბილეო პროგრამით ბრუნდება!“ - აღნიშნულია ბილეთების გაყიდვის ვებგვერდზე.
ცნობილი ქართული ანსამბლის კონცერტზე დასწრება შესაძლებელი იქნება მოსკოვში 15 მარტს და სანქტ-პეტერბურგში 16 მარტს.
ანსამბლი „ბასიანი" 2000 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის სოლისტების მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით დაარსდა. კოლექტივმა რამდენიმე CD-დისკი გამოუშვა, ის სასულიერო მუსიკის დიდ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გასტროლებზე დადის.
ანსამბლის რეპერტუარშია ძველი — ქართული, ბიზანტიური და სირიული ტრადიციული საგალობლები და ხალხური სიმღერები. ამჟამად „ბასიანი" ქართული პოლიფონიური სიმღერების სრული ანთოლოგიის ჩაწერაზე მუშაობს.
„ბასიანი" — სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის დასახელებაა, რომელიც ამჟამად თურქეთის შემადგენლობაში შედის.