თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 23 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის, ფეიქართა და ფრანგიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ლამბერტის, ტილკეს, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, კლაპროთის, რაინეგსის და სტივენის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ხომლის, ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის, გაბაშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის, ყიფშიძის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, მიშველაძის და გივი სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.