COVID-19 - ბოლო ცნობები

პლუს 12.101 შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.422.540 ადამიანი; ჩატარებულია 2.800.752 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.006 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 12.101-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.565.769-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.422.540 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 14.764), გარდაიცვალა – 15.933 (ბოლო 24 საათში – 45). კარანტინის რეჟიმშია 7, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.358 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 860 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 47.486 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33.164, PCR–ტესტით – 14.322.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 25,48%, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო 7 დღის – 28,55%.
სულ ჩატარებულია 2.800.752 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.006 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge