თბილისი, 22 თებერვალი − Sputnik. აზერბაიჯანის მოქალაქე საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფიდან“ ქვეყანაში არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანას ცდილობდა.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა აღნიშნული პირის სატვირთო ავტომობილი თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლისას ეჭვის საფუძველზე შეამოწმეს და დეტალური დათვალიერების შედეგად 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110.816 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.