თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 22–24 თებერვალს გამოიდარებს და ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, 22-24 თებერვალს თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.