მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ევაკუატორით საპატრულო პოლიციის მანქანა გადაჰყავთ. „თბილისის პარკირების სერვისი ისე გაბლატავდა, რომ პატრულის მანქანა გადაყავთ არასწორი პარკირებისთვის“, – დაწერა მოდელმა.
ბოლო რამდენიმე თვეა ნეკა დოროყაშვილის და ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრების განხილვა არ წყდება. წყვილი დაშორდა და ამის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ნეკამ ყოფილ მეუღლეს ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა.
სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება. წყვილს საერთო შვილი ლუკას ბასილაშვილი ჰყავს, რომელსაც, როგორც ჩოგბურთელი ამბობს, ყოფილი ცოლი არ აჩვენებს.