ყვითელი ამბები

ჯანეტ ქერდიყოშვილი და ანა სულაბერიძე ერთნაირ სამოსში – უსაყვარლესი ფოტო

ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია.
Sputnik
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც პატარა ანასთან ერთად პოზირებს. დედა-შვილს ერთნაირი სამოსი აცვიათ, ისინი ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს აივანზე არიან.
უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი ოჯახი ზამთრის კურორტს სტუმრობს. მოგვიანებით ჯანეტმა კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მსგავსი მოსაცმელი ჯანეტის დედასაც აცვია.
ჯანეტ ქერდიყოშვილი საზოგადოებაში პოპულარული „მის საქართველოს“ კონკურსის შემდეგ გახდა. რამდენიმე წლის წინ ჯანეტმა ცნობილ პროდიუსერზე ნოე სულაბერიძეზე იქორწინა. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს.