თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ქობულეთში 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ბიძგები ადგილობრივი დროით 22:22 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქობულეთში 21 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
ექვსი საათის წინ 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან, სადაც მიწისქვეშა ბიძგები ბოლო დროს ხშირად ფიქსირდება.