სტალინის ძეგლს საღებავი გადაასხეს - ვიდეო

„ხალხის ბელადის“ ძეგლი სოფელში ადგილობრივებმა დადგეს
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში გვიან ღამით უცნობმა პირებმა იოსებ სტალინის ძეგლს წითელი საღებავი გადაასხეს - ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სოფელში ძეგლის დადგმის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ძეგლის დადგმის ინიციატორები ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ.
ამ დროისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მათ ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ძეგლის დადგმაზე.
ხელისუფლების თანხმობის არარსებობის შემთხვევაში ძეგლი დემონტაჟს ექვემდებარება. ადგილობრივ მერიაში ძეგლის დამონტაჟებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.